ისლამურმა სახელმწიფომ დასავლეთში მცხოვრები მუსულმანებისთვის გლამურული ჟურნალის Dabiq-ის მე-15 ნომერი გამოსცა.
ჟურნალი, რომელიც ქრიტინასებისადმი უკიდურესი ნეგატივით გამოირჩევა, არა ერთი სისასტიკის გამართლებას ცდილობს, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს უკავშირდება. მათ შორის სექსუალურ მონობის.
რაც შეეხება მე-15 ნომერს, რომელიც ისლამური სახელმწიფოს სახელით დასავლეთის ქვეყნებში განხორციელებული არაერთი ტერაქტისა და სისხლისღვრის შემდეგ გამოიცა, ქვეყნდება სტატია „რატომ გვძულხართ და გებრძვით“. სტატიაში აღწერილია დასავლეთისა და ქრისტიანული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი განადგურების სურვილის მიზეზები.
სტატიაში ნათქვამია, რომ ორლანდიში მომხდარი მართლაც იყო ტერორისტული აქტი - მუსულმანებს მიცემული აქვთ ბრძანება მოახდინონ ალაჰის მტრების ტერორიზება.
შემდგომ სტატიაში ჩამოთვლილია ძირითადი 6 მიზეზი, რატომაც იბრძვის ISIS დასავლეთის წინააღმდეგ და რატომ სურს მისი განადგურება.
- ჩვენ გვძულხართ თქვენ, რადგანაც თქვენ ურწმუნოები ხართ. თქვენ უარყობთ ალაჰის ერთიანობას - ამით, ათვითცნობიერებთ თუ არა - ქმნით მის პარტნიორებს - რითაც უპირისპირდებით რწმენას. იმის მტკიცებით, რომ ალაჰს ჰყავდა შვილი, თქვენ ტყუით მისი მოციქულებისა წინაშე და ახორციელებთ ეშმაკისეულ ქმედებებს.
- ჩვენ გვძულხართ იმიტომ, რომ თქვენი ელტარული, ლიბერალური საზოგადოება კრძალავს იმას რასაც კრძალავს ალაჰი, მაგრამ ამავდროულად, ნებას რთავს იმაზე, რაც აკრძალულია ალაჰის მიერ. ეს რა თქმა უნდა, თქვენ არ განაღვლებთ - რადგანაც თქვენმა ქრისტიანობამ ერთმანეთისგან გაყო რელიგია და სახელმწიფო, რითაც უმაღლესი ხელისუფება აჩუქა თქვენს სიჯიუტეს, სურვილებსა და კაპრიზებს. ამას აკეთებთ იმ კანონმდებლებით, რომელსაც ირჩევთ ხელისუფლებაში.
- იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ გარყვნილი ათეისტების რიგებიდან, ჩვენ გვძულხართ და ვაწარმოებთ ომს თქვენს წინააღმდეგ, იმიტომ რომ არ გწამთ ჩვენი პატრონი-შემქმნელი.
- ჩვენ გვძულხართ ისლამის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო და ვაწარმოებთ ომს, რათა დაგსაჯოთ თქვენი ცოდვებისთვის.
- ჩვენ გვძულხართ მუსულმანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო, თქვენი დრონებისა და მართვადი ბომბებისთვის, იმისათვის რომ კლავთ და ასახიჩრებთ ჩვენიანებს, თქვენი მარიონეტული მთავრობების გამო, რომლებმაც მოახდინეს მუსულმანური მიწების უზურპირება. იმის გამო, რომ ჩაგრავთ და აწამებთ ყველას, ვინც თქვენს წინააღმდეგ ომს აწარმოებს, ვინც ცდილობს თქვას სიმართლე.
- ჩვენ გვძულხართ იმის გამო, რომ შემოიჭერით ჩვენს მიწებზე და გებრძვით რომ გაგყაროთ ამ მიწებიდან. იმ დრომდე ვიდრე მიწის ერთი დიუმი დარჩება თქვენს ხელში, ჯიჰადი თითოეული მუსულმანის პირადი ვალდებულება იქნება.
ამ პუქტების შემდეგ სტატიაში წერია, რომ უმთავრესი მაინც არის შემდეგი: ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ იმ შემთქვევაშიც, თუ თქვენ მიატოვებთ ჩვენს დაბომბვას, ციხეებში ჩასმას, წამებას, ჩვენი მიწების უზურპირებას - ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ თქვენს სიძულვილს - იმიტომ რომ ჩვენი სუძულვილის მთავარი მიზეზი ის არის, რომ არ შევწყვეტთ ჩვენს არსებობას სანამ ყველანი არ მიიღებთ ისლამს.