კრისტინა აგილერას კონცერტზე ქართული სიმღერა შესრულდა. პოპ-ვარსკვლავმა Black Sea Arena-ს სცენაზე ბათუმელი მომღერლები გამოიყვანა, რომლებსაც შემთხვევით ქედაში, "ღვინის სახლში" სტუმრობისას შეხვდა და მათი სიმღერა მოისმინა.
ქართველი მომღერლების წარდგენამდე პოპ-ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ძალიან უყვარს მოგზაურობა, ახალი ადგილების დათვალიერება და განსხვავებული სამზარეულოს დაგემოვნება. აგილერას თქმით, მას ძალიან მოეწონა საქართველო, ბათუმი და ქართული სიმღერა.
ქართული მრავალხმიანი მუსიკით მოხიბლული აგილერას აგენტები, დღეს დილით დაუკავშირდნენ ბათუმელ მომღერლებს და სთხოვეს, როგორც "ღვინის სახლში", იგივე შემადგენლობით მიეღოთ შოუში მონაწილეობა.
„ღვინის სახლში, რამდენიმე მეგობარი ვიყავით, ყველა ვმღერით. მოულოდნელად მოვიდა კრისტინა აგილერა 40-კაციან ჯგუფთან ერთად. ყველა მეგობარი პროფესიონალი მომღერლები ვართ, გვიცნობენ და გვთხოვეს "ღვინის სახლის" წარმომადგენლებმა ერთი სიმღერა შეგვესრულებინა სტუმრისთვის, საოცარი რეაქცია ჰქონდათ. დღეს დილით კი, აბსოლუტურად მოულოდნელად, დაგვირეკეს და გადმოგვცეს აგილერას თხოვნა, მიგვეღო მის შოუში მონაწილეობა. საოცარი დღე იყო. ძალიან მიხარია, არაჩვეულებრივი მომღერალი და მუსიკოსია“, - განაცხადა სულხან ჯაიანმა 2030news -თან საუბარში.