აშშ-ში ცნობილი ექსტრემალი ლიუკ ენკინსი თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტა და გადარჩა.
42 წლის ენკინსი 7,5 კმ სიმაღლიოდან გადმოხტა და 30X30 მეტრზე გაშლილ ბადეზე დაეშვა. ენკინსის ნახტომის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში Fox News-მა უზრუნველყო.
ადგილზე მრავალრიცხოვან გულშემატკივრებთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. ერთადერთი, ენკინსის დედამ უარი განაცხადა დასწრებოდა სანახაობას.
ენკინსთან ერთად თვითმფრინავიდან სამი პარაშუტისტი გადმოხტა, რომლებმაც გარკვეულ ეტაპამდე ექსტრემალთან ერთად პარაშუტის გარეშე იფრინეს.
ენკინსი მესამე თაობის პარაშუტისტია და მას 18 ათასზე მეტი ნახტომი აქვს შესრულებული.