ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი - „სამეფო კარის თამაშები“, რომელსაც ტელეკომპანია HBO ჯორჯ მარტინის რომანების მიხედვით იღებს, 2018 წელს, მერვე სეზონის გამოსვლის შემდეგ დასრულდება.
შესაბამისი განცხადება ტელეკომპანიის პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელმა, კეისი ბლოისმა გააკეთა.
მეშვიდე სეზონში, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში გამოვა 7 სერია იქნება. ფილმის პროდიუსერების განცხადებით, სიუჟეტის შემდგომი განვითარება განსხვავებული იქნება მარტინის რომანში წარმოდგენილი სიუჟეტისგან.
ბლეისმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა რომელიმე გმირთან დაკავშირებით სპინ-ოფიც გამოიყენოს.
„პროდიუსერები წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ ამჯერად კონკრეტული გეგმა არ გვაქვს“, - აცხადებენ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობაში.
უნდა აღინიშნოს, რომ „სამეფო კარის თამაშებმა“ გასულ სეზონში 12 „ემი“ მოიპოვა, ხოლო წელს, იგი 23 ნომინაციაშია წარდგენილი.