საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა საქართველოს მთავარ პროკურატურაში მივიდა. უწყებაში შესვლამდე მან განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მას არ ჰქონია.
„პლენუმის წევრთა უმრავლესობა თავის განცხადებაში გამოხატავს პოზიციას, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულნი საჯარო განცხადების თაობაზე. მთელი საკონსტიტუციო სასამართლო არის დღეს ეჭვმიტანილი, ნებისმიერი გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს ის, საზოგადოების მხრიდან იქნება აღქმული როგორც ზეწოლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება.არცერთ შემთხვევაში არავის ვადანაშაულებ, პირიქით, ვფიქრობ იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. არასდროს არავითარი ინფორმაცია არ მიმიღია, არ მომისმენია, ჩემი კოლეგების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე“, - განაცხადა მერაბ ტურავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამავე სასამართლოს მოსამართლეები იკითხხებიან.