,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ოთარ კახიძის განცხადებით, NDI-ის კვლევამ გამოკვეთა, რომ ენმ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც გეგმა, ხედვა და შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია.
"NDI-ის კვლევამ გამოკვეთა, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე სურათია. იზრდება უმუშევრობა, არის სიღარიბე, უიმედობის განცდა და ხელისუფლება ამ პრობლემებს ვერ პასუხობს. ეს კვლევაში ცალსახად დადასტურებულია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების ერთადერთი ალტერნატივაა, რომლესაც გეგმა, ხედვა და შესაბამისი კომპეტენცია აქვს, თუ როორ გამოიყვანოს ქვეყანა შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან, როგორ შეამციროს უმუშევრობა, გაზარდოს პენსია და იაროს წინ", - აცახადებს კახიძე.