მმართველი გუნდის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი საბოლოოდ ,,ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს. NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევებზე საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს ასეთი კვლევების მიმართ.
„მე მივაქცევდი ყურადღებას იმას, რომ გამოკითხულთა 70 პროცენტი ამბობს,რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ეს კარგი მაჩვენებელია, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ პირველ ადგილზე მყოფი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება“ და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა ამ კვლევის მიხედვით არის 60%-მდე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კვლევის შედეგები იქნება სრულიად განსხვავებული იმ შედეგებთან, რაც არჩევნებზე მოხდება. შესაბამისად პარტიების რეიტინგებზე ამ კვლევით ვერ ვიმსჯელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის მაჩვენებელი, რომელსაც არ გადაუწყვეტია, ეს არის ფრთხილი ამომრჩეველის კატეგორია, მე ვფიქრობ, საბოლოოდ როცა გაანალიზდება რეალობა," ქართულ ოცნებას" დაუჭერს მხარს”, - განაცხადა ბესელიამ .