ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ წინასაარჩევნოდ ჩატარებულ საზოგადოებრივ კვლევას , "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ეხმაურება. მისი შეფასებით, კვლევა აჩვენებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დაკარგა მხარდაჭერა ხალხში.
"მან ვერ მოახერხა იმ მთავარი პრობლემების გადაჭრა, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენს მოსახლეობას ყველაზე მეტად, რაც არის უმუშევრობა, ეკონომიკა და მათი ცხოვრების პირობები, რომელიც დღითიდღე უარესდება",-აცხადებს სამადაშვილი.
ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვების მიხედვით, კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს "ქართულ ოცნებას" 17%, "ნაციონალურ მოძრაობას" 14%, " ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" 4%, "პატრიოტთა ალიანსს" 3% დაუჭერდა მხარს.