კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ახალი კატეგორია ე.წ ვერცხლის ზონა დაემატა,- ამის შესახებ 2030.news-ს Black Sea Arena-ს ივენთ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა. ანი კავლელიშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად და კრისტინა აგილერას მენეჯმენტთან შეთანხმებით იქნა მიღებული. ვერცხლის ზონის ბილეთი ფეხზე დასადგომია და მისი ღირებულება 50 ლარია. Black sea arena-ს ხელმძღვანელობის განმარტებით, ამ დროისათვის ვარსკვლავის კონცერტზე დასასწრები ბილეთების 70%-ზე მეტია გაყიდული, განსაკუთრებული აქტივობა კი ბოლო ორი დღის განმავლობაში შეინიშნება. ანი კავლელიშვილის თქმით, ეს ტურისტების ნაკადის ზრდას უკავშირდება,რადგან შოუზე დასწრების სურვილი ბევრმა უცხოელმა გამოთქვა.
პოპ მუსიკის ვარსკვლავის შოუ- კონცერტი 30 ივლისს გაიმართება, რომლითაც კრისტინა აგილერა შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზს ოფიციალურად გახსნის.