საფრანგეთში ეკლესიაზე თავდასხმა ISIS-ის წევრებმა განახორციელეს, - ამის შესახებ ,,ბიბისის“ ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეკლესიაზე თავდამსხმელი თავად ყვიროდა, რომ ის დაჯგუფება ,,ისლამური სახელმწიფოს” წევრი იყო.
დანით შეიარაღებული ორი მამაკაცი ქალაქ პირი სენ ეტიენ დიუ რუვრეს ეკლესიაში შეიჭრა და იქ მყოფი მღვდელი, მორწმუნეებთან და მონაზვნებთან ერთად, მძევლად აიყვანა.
ერთ-ერთმა მონაზონმა გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. ტაძარი სპეცრაზმმა ალყაში მოაქცია. პოლიციელებმა ორივე თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს. მოკლულია მღვდელიც. თავდამსხმელებმა მას, სავარაუდოდ, ყელი გამოჭრეს.