აზერბაიჯანის ქალაქ შირვანში მდებარე სამხედრო ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დაშავებულები შირვანის ცენტრალური ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან გადაყვანილნი.
გარდაცვლილთა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროისთვის მიმდინარეობს აფეთქების მიზეზის დადგენა.