კულტურის მინისტრმა ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილსა და დირექტორს, ალექსანდრე მოწონელიძეს თანამდებობების დატოვება შესთავაზა. ოპერის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, მიხეილ გიორგაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა.
„სამინისტროს არაერთი მცდელობა, რომ ბრალდებები მხარეებს მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში განეხილათ, უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ, სამწუხაროდ, მე ვეღარ ვხედავ ვერანაირ ნიშანს იმისას, რომ არსებული მენეჯმენტის პირობებში ეს პრობლემა შეიძლება დარეგულირდეს. უფრო მეტიც, ამან მიიღო აბსოლუტურად მიუღებელი ფორმები. სახეზეა აშკარა დისკომუნიკაცია და მმართველი რგოლის შეუთანხმებელი მოქმედება. ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორს შევთავაზე, დატოვონ თაბამდებობა დღის ბოლომდე. იმ შემთხვევაში, თუ არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, სამინისტრო თავის მხრივ მიიღებს ზომებს ოპერის მენეჯმენტის გადაყენებასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.