საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ სენტ-ედიან-დიუ რუვრეში ეკლესიაზე თავმდამსხმელი ორი პირი მოკლა. დაღუპულია მოძღვარი, რომელიც მძრევლად იყო აყვანილი.
წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მოძღვარს ყელი გამოჭრეს. მრევლის დაჭრის ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
წინაწარი ინფორმაციით, მძევლად 6 პირი იყო აყვანილი.
ინფორმაცია ეკლესიაში დამნაშავეების შეჭრის შესახებ დღეს შუადღისთვის გავრცელდა, რომლის მიხედვით, დანებით შეიარაღებული ორი პირი შეიჭრა ტაძარში და მძევლად აიყვანა მოძღვარი და მრევლი.
თავდასხმის მოტივი უცნობია.
ფოტო: APTN