ორი მამაკაცი, რომლებსაც საფრანგეთში ეკლესიაში მძევლები ჰყავდათ აყვანილი, მოკლულია. ფრანგული მედია იტყობინება, რომ მოკლულია ასევე ერთი მძევალი. შემთხვევის ადგილზე ისმოდა სროლის ხმა. ეკლესიასთან მობილიზებულები არიან სასწარფო დამხარების ბრიგადები და სპეცრაზმი.
დანებით შეიარაღებულმა ორმა მამაკაცმა საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ნორმანდიის რეგიონში, ეკლესიაში რამდენიმე ადამიანი დღეს დილით აიყვანა მძევლად. ინციდენტი ქალაქ რუანიდან 10 კილომეტრში, სენ ეტიენ დიუ რუვრეს ეკლესიაში მოხდა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მძევლად აყვანილი იყო 4-დან 6-მდე ადამიანი, მათ შორის მღვდელი და ორი მონაზონი.