ისრაელის არაბები უნდა გახდნენ სრულფასოვნად ინტეგრირებულნი და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ცხოვრებაში, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაღუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დღეს მე ვთხობ ისრაელის არაბ მოსახლეობას, მასობრივად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის ცხოვრებაში. იმუშაონ, ისწავლონ და განვითარდნენ“, - განაცხადა პრემიერმა.
მან აღნიშნა, რომ ისრაელი ძლიერია თავისი მრავალფეროვნებით და პლურალიზმით.
„ისრაელის 20%-ზე მეტი მოსახლეობა არაბია და თქვენ მიაღწიეთ წარმოუდგენელ სიმაღლეებს. თქვენ ხართ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები, პარლამენტის წევრები, ცნობილი ავტორები, მეწარმეები, ჰაიტეკ-ბიზნესის მფლობელები, ექიმები და ფარმაცევტები“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ამაყობს არაბების წარმატებებით ისრაელის საკეთილდღეოდ, თუმცა მას სურს უფრო მეტი.
ნეთანიაღუს თქმით, სწორედ ამიტომ, მთავრობა მზად არის უფრო მეტი ინვესტიაცია განახორციელოს არაბულ სექტორში.
„ჩემმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოახდიონს უდიდესი ინვესტირება არაბულ სექტორში. ისინი მიიღებენ უპრეცენდენტო მხარდაჭერას საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაში, ტრანსპორტში, დასაქმებაში, კეთილდღეობასა და სხვა სფეროებში. ამის მიზეზი მარტივია, რადგანაც თქვენი მომავალი - ჩვენი მომავალია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან ყურადღება გაანახვილა პრობლემებზე და განსაკუთრებით გამოყო დანაშაულის ფაქტები არაბულ სექტორში, რის შემდეგაც აღნიშნა, რომ ამ მხრივ, მთავრობა გადამჭრელ ღონისძიენებს გაატარებს.