თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი რუსეთს სამუშაო ვიზიტით, 9 აგვისტოს ეწვევა. რუსეთის ვიცე-პრემიერის არკადი დვორკოვიჩისა და მისი კოლეგა, მეხმეტ შიმშეკის დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ერდოღანი სანქტ-პეტერბურგში ჩავა.
დვორკოვიჩის თქმით, რუსეთი თურქეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის.
ეს იქნება თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში თურქულმა ავიაციამ რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო.