აშშ-ის პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ პრეზიდენტის პოსტზე ჰილარი კლინტონის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ფილადელფიაში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს აშშ-ის პირველმა ლედიმ გააკრიტიკა რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი იმის გამო, რომ ის „სიძულვილის ენას მიმართავს“.
ყრილობაზე დემოკრატები აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელებენ.