აშშ-ის სამხედრო-სადაზვერვო სააგენტოს ექს-შეფის, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი მაიკლ ფლინის განცხადებით, ე. წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები დროის დიდ ნაწილს პორნოგრაფიის ყურებაში ხარჯავენ.
The Independet, თავის ახალ წიგნში, რომელიც გერმანულ გაზეთ Bild-ში სერიებად იბეჭდება, მაიკლ ფლინი წერს, რომ ტერორისტებისგან ამოღებული ლეპტოპებში არსებული მასალების 80% პორნოგრაფიას წარმოადგენს.
„აღმოვაჩინეთ, რომ ტერორისტების ლეპტოპებში არსებული მასალების 80% პორნოგრაფია იყო. ეს ავადმყოფი, ფსიქოპათი ადამიანები არა მხოლოდ წარმოუდგენლად საზიზღრები, არამედ მოღალატეებიც არიან“, - წერს მაიკლ ფლინი.
Daily Mail-ის ცნობით, ISIS-ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პორნოს ყურება გაროზგვით ისჯება.
ფლინი აცხადებს, პრეზიდენტმა ობამამ ის სამსახურიდან იმიტომ გაათავისუფლა, რომ იგი „რადიკალური ისლამიზმის წინააღმდეგ ენერგიულ ომს უჭერდა მხარს“.
The Independet