”ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი, პრეზიდენტის მიერ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ სკანდალთან.
„ეს ფაქტი ძალიან აღმაშფოთებელი და დასაფიქრებელია. ხელისუფლების მხრიდან უნდა იყოს გამოვლენილი პოლიტიკური ნება, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა აიღონ პასუხისმგებლობა. როდესაც ამ საკითხზე საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ოპოზიცია საქმე რეალურად გვაქვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ სკანდალთან. მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პრემიერ-მინისტრი შესაბამის რეაგირებას გააკეთებს და კონკრეტული გაგრძელება და კონკრეტული პასუხისმგებელი პირების გამოვლენა მოხდება“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის გარკვეულ დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს, შემდეგ კი მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა სასამართლო დადგენილების გარეშე.