რიო-2016-ში მონაწილე ქართველ ოლიმპიელთა სამოსი მოსხლეობის მკვეთრად უარყოფთ შეფასებას იმსახურებს.
„ჯი-ეიჩ-ენის“ მიერ 23-24 ივლისს ჩატარებული სატელეფონი გამოკითხვაში მონაწილე 420 რესპოდენტიდან, ქართველ ოლიმპიელთა სააღლუმო ფორმა არ მოსწონს რესპოდენტთა 96%-ს.
რესპოდენტების 1% მიიჩნევს, რომ სააღლუმო ფორმა - მისაღებია, ხოლო 3%-მა თავი აარიდა პასუხს.
გამოკითხულთა - 94%-ის აზრით ტანსაცმელი არ იდენტიფიცირდება ეროვნულ სამოსთან. 2% მიიჩნევს, რომ აქვს ეროვნული სამოსისთვის დამახასიათებელი შტრიხები. 4%-მა განაცხადა რომ ამ საკითხში კომპეტენტური არ არის.
რესპოდენტების 95%-ის აზრით, აუცილებელი არ არის ოლიმპიადაში მოასპარეზე სპორტსმენებს ეროვნული სამოსი ეცვათ. 5% მიიჩნევს, რომ სასურველია, ოლიმპიადაზე ეროვნული სამოსის ელემენტების შემცველი სამოსით წარდგომა.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ოლიმპიელთა სააღლუმო ტანსაცმელმა საზოგადოების უმეტეს ნაწილში, მკვეთრად ნეგატიური ემოცია გამოიწვია.