ერაყის დედაქალაქ ბაღდადში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, დაჭრილია 35 ადამიანი. ცოტა ხნით ადრე გავრცელებული მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 14, დაშავებულთა რიცხვი კი 20 შეადგენდა.
ინციდენტი 24 ივლისს, დილით ალ-ქადიმეინის რაიონში საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მოხდა, სადაც უმეტესად შიიტები ცხოვრობენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.