თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კულტურის მინისტრს წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ დროა, ყველაფერს საჯაროდ დაარქვას თავისი სახელი.
დავით კინწურაშვილი მის მიამართ გამოთქმულ ყველა პრეტენზიას პუნქტობრივად პასუხობს. ის მიიჩნევს, რომ მისი კომპეტენტურობა დამტკიცებულია განათლების, კვალიფიკაციისა და საქმიანი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტაციით. მისივე თქმით, რეპერტუარი სამხატვრო ხელმძღვანელისა და სამხატვრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი მუშაობის შედეგი იყო და ყოველთვის იყო გათვალისწინებული როგორც თეატრისა და მისი მაყურებლის, ისე დასის ინტერესები.
ვრცელ წერილში კინწურაშვილი მოუწოდებს მინისტრს დაავალოს პრეტენზიების ავტორს
მისი მხრიდან დასზე მაღალი რანგის თანამდებობის პირებით მანიპულირების და ამით დასზე უკანონო ზემოქმედების, მათდამი სადამსჯელო ღონისძიებებით მუქარისა და დასში ამით გამოუსწორებადი განხეთქილების გაჩენის რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა.
,,ვფიქრობ, გონივრული იქნება, კანონის მოთხოვნათა დაცვით, დასისა და შემოქმედებითი კოლექტივის სრული შემადგენლობის, მათ შორის საბალეტო დასის მოწვევის საფუძველზე, გაიმართოს საერთო კრება, სადაც თანამშრომლებს საშუალება ექნებათ მხოლოდ და მხოლოდ ფარული კენჭისყრით გამოხატონ საკუთარი პოზიცია დავით კინწურაშვილის მიმართ, - მე ხომ ფარული კენჭისყრით ამირჩიეს? მხოლოდ დავამატებ, რომ მე სათანადო პატივს მივაგებ თეატრის კოლექტივის უმრავლესობისა და ზემდგომი ორგანოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია წერილში.