,, მიუხედავად იმ მოვლენების, რაც რეგიონში თუ მისგან მოშორებით ხდება, საქართველო რჩება გარკვეულ სტაბილურობის კუნძულად'', - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას, სემეგრელოს რეგიონში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ უნდა მოაგვაროს ურთიერთობა ყველა მეზობელ ქვეყანასთან
,,მიუხედავად იმ მოვლენების, რაც რეგიონში თუ მისგან მოშორებით ხდება, საქართველო რჩება გარკვეულ სტაბილურობის კუნძულად. ეს სწორედ შესაძლებელი გახდა ძალიან გაწონასწორებული, ძალიან პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგად.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ თანმიმდევრული დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ამავე დროს, სწორი საგარეო პოლიტიკით, შევამციროთ რისკები ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვმართებს იმ სამეზობლოში, სადაც ვცხოვრობთ, მოვაგვაროთ ურთიერთობები ყველა მეზობელთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება უზრუნველვყოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებებს.
სწორედ ამის საფუძველზე, საჭიროა, შევქმნათ მეტი სტაბილურობა ქვეყანაში იმისათვის, რომ გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე ვიფიქროთ“, - განაცხადა პრემიერმა.