დიდი ბრიტანეთის ვროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება მსოფლიო ეკონომიკას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ,,ბიბისის“ ინფორმაციით, ჩინეთში, “დიდი ოცეულის” სამიტზე მსოფლიოს წამყვანმა ეკონომისტებმა განაცხადადეს.
დიდი ოცეულის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის უახლოესი მოკავშირე იქნება.
„რეალობა ის არის, რომ გაურკვეველი მდგომარეობა ევროკავშირთან მოლაპარაკების დასრულებამდე გაგრძელდება“, - განაცხადა გაერთიანებლი სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა.
“დიდი ოცეულის” სამიტზე ეკონომიკის განვითარების ხელშემშლელ ფაქტორებში ტერორიზმის საფრთხე, მიგრანტთა კრიზისი და გეოპოლიტიკური კონფლიქტებიც დასახელდა.