მიუნხენში დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. დაშავებულია ათზე მეტი ადამიანი.
სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ თავდასხმის მონაწილე სამ შეიარაღებულ პირს, რომლებმაც ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნეს.
გერმანული მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილას პოლიციამ მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. ვარაუდობენ, რომ ის ერთ-ერთი თავდამსხმელია, რომელმაც, დაუდასტურებელი ცნობით, თავი მოიკლა.
მიუნხენში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.