მიუნხენში სროლის გამო ადგილობრივმა მთავრობამ განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა. პოლიცია ქალაქში სულ მცირე სამ შეიარაღებულ პირს ეძებს. სპეციალური გამაფრთიხილებელი სისტემის საშუალებით მოქალაქეებმა მობილურ ტელეფონებზე მიიღეს შეტყობინება, რომელშიც მათ სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
საავჭრო ცენტრში სროლის გამო ქალაქში მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. ევაკუირებულია მიუნხენის ცენტრალური სადგური.
სროლის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი.