23 ივლისს, ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, ამერიკელი ცნობილი ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი ბასტა რაიმსი გამართავს.
ბასტა რაიმის ქრის ბრაუნს შეცვლის, რომელიც ბათუმს თურქეთში მომხდარი უკანასკნელი მოვლენების გამო ვეღარ სტუმრობს.
კომპანია "ისთერნ პრომოუშენმა" ერთ დღეში გააფორმა კონტრაქტი ამერიკელ რეპერთან ბასტა რაიმსთან, რომელიც მსმენელის წინაშე 23 ივლისს საათნახევრიანი პროგრამით წარდგება.
მას, ვისაც ქრის ბრაუნის ბილეთი უკვე შეძენილი ჰქონდა, შესაძლებლობა ექნება ბასტა რაიმსის კონცერტს დაესწროს, ან სურვილის შემთხვევაში ბილეთი დააბრუნოს.
გადახდილი თანხა მსმენელს სრულად აუნაზღაურდება.