საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნულ თასს თბილისის "ვიტ ჯორჯია" დაეუფლა. 26 მაისს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ ფინალურ მატჩში ვეტერინარებმა თბილისის "დინამოს" მინიმალური ანგარიშით - 1:0 სძლიეს და თასი პირველად მოიპოვეს. თავი პირველი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე გიორგი დათუნაიშვილმა გამოიჩინა - ჯაბა ლიპარტიას ფლანგურ გარღვევისა და ჩაწოდებას შემდეგ.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი. 26 მაისი. თბილისი. ეროვნული
"ვიტ ჯორჯია" (თბილისი) - "დინამო" (თბილისი) 1:0
გოლი: გ.დათუნაიშვილი (41)
ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, ხურცილავა (ბეჭვაია), კვახაძე, ლომაია, ჯაფარიძე, ვასაძე, რაზმაძე, დათუნაიშვილი, კლიმიაშვილი, ბერიაშვილი (კვარაცხელია), ლიპარტია (გურეშიძე)
მწვრთნელი: გელა გომელაური
დინამო: ლორია, თომაშვილი, კრსტესკი (თექთურმანიძე), გ. კაშია, შ. კაშია (რობერტინიო), ჩიკვილაძე, კაკუბავა, ედნილსონი, კახელიშვილი (ჯუისი), კოშკაძე, ვაწაძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
მთავარი მსაჯი: ლ. სილაგავა.