,,რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია გიორგი პაპუაშვილის მიერ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მასზე რეაგირება უკვე დაწყებული უნდა იყოს.
,,ეს არის საგანგაშო განცხადება. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამ ხარისხის სამართალდარღვეაზე საუბრობს, უკვე რეაგირება დაწყებული უნდა იყოს. მე არ ვარ მთავარი პროკურორი, რომ გითხრათ, იქნება თუ არა ადეკვატური რეაგირება, მაგრამ იმედია, ექნება. თუ არ იქნება, ჩვენ კიდევ უნდა ამოვიღოთ ხმა ამასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ტამარ კორძაია.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცახადა, რომ ბოლო დღეებში მოსამართლეთა ნაწილს ფარულად უთვალთვალებენ.