,,ჩვენ დიდი ინვესტირება გვაქვს ჩადებული ქართულ დემოკრატიაში, რომლის მნიშვნელოვანი საყრდენი არის სასამართლო“ - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ
დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
„ეს განცხადება არ მინახავს, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა. ვიტყოდი მხოლოდ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი ინვესტირება გვაქვს ჩადებული ქართულ დემოკრატიაში, რომლის მნიშვნელოვანი საყრდენი არის სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი პოლიტიკური დაშინებისგან და კონტროლისგან. ვიცი, რომ მთავრობას ამის მტკიცედ სჯერა და ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა იან კელიმ.
გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცახადა, რომ ბოლო დღეებში მოსამართლეთა ნაწილს ფარულად უთვალთვალებენ.