მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელი სავარაუდოდ 17 წლის ავღანელი ლტოლვილია, რომელიც გერმანიაში მშობლების გარეშე ჩამვიდა. შემთხვევა გერმანიაში, ქალაქ ვიურცბურგთან ახლოს მოხდა. ბავარიის პოლიციის ცნობით, მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.
როგორც ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, ნაჯახით და დანით შეიარაღებული მოზარდი მგზავრებს მაშინ დაესხა, როცა მატარებელი ვიურცბურგის სადგურს უახლოვდებოდა. როცა მატარებელი გაჩერდა, თავდამსხმელი გაიქცა და მიმალვას ეცადა, მაგრამ მას ადგილზე პოლიციის ეკიპაჟი დახვდა. არასრულწლოვანმა ნაჯახით პოლიციაზე თავდასხმა სცადა, რა დროსაც, ის მოკლეს. დანაშაულის მოტივი აქამდე უცნობია.