თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ილდირიმ ბინალიმ დაადასტურა, რომ ქვეყნის პარლამენტი სიკვდილით დასჯის შემოღების საკითხზე იმსჯელებს. მისი მტკიცებით, ეს არის „ხალხის თხოვნა“, რომლის იგნორირებაც ხელისუფლებას არ შეუძლია.
„ამ საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ“, - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.
თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობის შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატებმა გადაწყვიტეს შეიტანონ პარლამენტში დოკუმენტი სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ, რასაც დასავლითის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
თურქეთმა სიკვდილით დასჯა 2004 წელს გააუქმა, ბოლოს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის ფაქტი 1984 წელს მოხდა. სამხედრო ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით თურქეთში ამ დროისთვის 6 000 -ზე მეტი ადამიანია დაკავებული.