საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელიაცხადებს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას.
მისივე თქმით, აშშ მომხრეა ჩატარდეს დეტალური გამოძიება, თუ ვინ არის ამ ამბოხების უკან
„სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ესაუბრა მის კოლეგას თურქეთში. ასევე შესთავაზა, რომ ამ ვითარების გამოძიებას შეუწყოს ხელი. აშშ მტკიცედ აცხადებს, რომ მხარს უჭერს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას და იგი უარყოფს რაიმე სახის კავშირს განვითარებულ მოვლენებთან. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ჩატარდეს დეტალური, ღრმა გამოძიება, თუ ვინ არის ამ მოვლენების, ამ ამბოხების უკან. ჩვენ მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ თურქეთს ამ საკითხში", - განაცხადა იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბარში.