თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი სამხატვრო ხელმძღვანელს უპირისპირდება. დასის წევრები კულტურის მინისტრს დავით კინწურაშვილის გათავისუფლებას სთხოვენ.
ამ მოთხოვნით აქციები დღეს კულტურის სამინისტროსთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა.
მუსიკოსების განცხადებით, დავით კინწურაშვილმა თანამდებობაზე არჩევიდან დღემდე არცერთი ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
გუნდი 17 ივლისს სეზონის დახურვაში მოანაწლეობას არ აპირებს და შიმშილობის დაწყებას აპირებს. კომენტარი არ გაუკეთებია თავად დავით კინწურაშვილს.