პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში კიდევ ერთი ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. “გაუტამიპუტრა სატაკარნი” ასე ჰქვია ფილმს, რომელსაც ინდოელები ქართველი კოლეგების დახმარებით იღებენ. მოქმედება ძველ დროში ვითარდება, სადაც ერთმანეთს ბერძნები და ინდოელები ებრძვიან. ფილმის მასიურ სცენებში 200-მდე ადგილობრივი იღებს მონაწილეობას. დედოფლის როლის შემსრულებელი ქალბატონი წარმოშობით ირანელია, ბერძენი მეფის როლს კი ქართველი, პროფესიით მორაგბე დავით მანუჩაროვი ასრულებს.
გადაღებები კობი-გუდაურის მონაკვეთზე დაახლოებით 2 კვირაა მიმდინარეობს და 4 დღეში დასრულდება.
„გადაიღე საქართველოში” ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს სახელზე სულ 4 პროექტის განაცხადი შევიდა. აქედან ერთ ფილმზე მუშაობა დასრულებულია, ორზე მუშაობა ერთდროულად მიმდინარეობს, ხოლო ერთი უახლოეს მომავალში დაიწყება.
აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად ჯამში 5 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება.