“ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ლიბერალური ღირებულებები, არის უნივერსალური ღირებულებები და “რესპუბლიკური“ ნიშა არც არსებობს. ამის შესახებ ქუცნაშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც კოალიციაში “რესპუბლიკელთა“ ახალი სახეებით ჩანაცვლებას ეხებოდა.
“ბევრი გიორგი კვირიკაშვილზე ამბობდა, რომ ის თავისი ცნობიერებით არის ულტრამემარჯვენე, მაგრამ ძალიან გაწონასწორებული პოლიტიკოსია, რომელიც თავის პოლიტიკურ საქმიანობაში ეფექტურად იყენებს როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე ღირებულებებს. ადამიანები იცვლებიან. მით უმეტეს, თანამედროვე პოლიტიკის დოქტრინა, მიუხედავად მიდგომების განსხვავებისა, რომ მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს პრობლემების გადაჭრის განსხვავებული ხედვა გააჩნიათ, ბევრ რამეში საერთოა - ეხება ეს ეკონომიკის ხასიათს თუ ისეთ აბსოლუტურ უფლებებს, როგორიცაა: გამოხატვის თავისუფლება, სოცოცხლის უფლება, სამეწარმეო საქმიანობის უფლება, შეკრების უფლება, გაერთიანების თავისუფლება და ასე შემდეგ. ჰგონიათ, რომ ეს არის ლიბერალური ღირებულებები, მაგრამ ეს არის უნივერსალური ღირებულებები, რომელსაც მემარჯვენეები და მემარცხენეებიც ეთნაირად აღიარებენ ანუ “რესპუბლიკური“ ნიშა არ არსებობს“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.