აშშ რუსეთს სირიაში კოორდინირებულ მუშაობას სთავაზობს. აღნიშნულ საკითხზე წინადადებით ვლადიმირ პუტინს მოსკოვში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მიმართა.
რუსეთის ლიდერთან შეხვედრის დროს დიპლომატმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი ისეთ ფაზაში იმყოფებიან, როდესაც მშვიდობის ხელშესაწყობად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ არა მხოლოდ სირიაში, არამედ უკრაინაშიც.
თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის აშშ-ისაგან კონსტრუქციულ ნაბიჯებს ელოდება.
მოგვიანებით, ჯონ კერი თავის კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდა. "ვაშონგტონ პოსტის" ინფორმაციით, კერიმ მოსკოვში ახალი რვაგვერდიანი გეგმა ჩაიტანა. თეთრი სახლი მოსკოვს სირიაში მოქმედ ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ნუსრას ფრონტის" წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას სთავაზობს. კერძოდ, აშშ-ი ამანში ერთობლივი სამეთაურო პუნქტი გახსნის ინიციატივით გამოდის, სადაც ამერიკელი და რუსი სამხედროები და სპეცსამსახურების წარმომადგნლები იმუშევებენ.
ამას გარდა, კერი სთავაზობს რუსეთს დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიაიერიშები სინქრონულად მიიტანონ. სანაცვლოდ კი რუსეთმა უნდა მოახდინოს ზეწოლა პრეზიდნეტ ბაშარ ასადზე, რათა მან საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტოს და ხელისუფლების გადაცემაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. "ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობით, შესაძლოა, ეს იყოს ბოლო წინადადება, რომლითაც აშშ-ი მოსკოვს სირიის საკითხზე მიმართავს.
ჯონ კერი რუსეთში 14 ივლისს ჩავიდა.