კობა დავითაშვილი მისი ცემის საქმის გამოძიების მსვლელობით უკმაყოფილოა, რადგან პარლამენტის წევრის თქმით, ძიება გაჭიანურდა.
დავითაშვილი მიიჩნევს, რომ მისი ცემის დავალება პასუხისგებაში მიცემულ პირებს მიხელ სააკაშვილმა მისცა.
,,ამ დანაშაულის მთავარი ორგანიზატორი მიხეილ სააკაშვილია და არა ზურაბ ადეიშვილი. ის შუალედური რგოლი მგონია,“ – აღნიშნა დავიტაშვილმა.
დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, დავით ქარსელაძე და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი, ედიშერ კობახიძე.