გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ისტორიული ვიზიტით იმყოფება ყირგიზეთში, სადაც აეროპორტში სტუმარს ქვეყნის პრეზდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დახვდა. ,,რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 14 ივლისს ყირგიზეთის პრეზიდენტის სასახლეში მერკელმა და ატამბაევმა ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ყირგიზეთში ვითარდება დემოკრატია, რაც ხელს უწყობს გერმანიასა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ყირგიზეთიდან ანგელა მერკელი მიემგზავრება მონღოლეთში, თუმცა არ გაჩერდება ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში.