აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჯონ კირბის თქმით, 14 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოსკოვს ეწვევა, სადაც ის სირიის, უკრაინის, მთიანი ყარაბაღის და სხვა საკითხებს განიხილავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში იმედოვნებს, რომ ჯონ კერის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
მოსკოვის შემდეგ კერი, ევროპული ტურნეს ფარგლებში საფრანგეთს, ლუქსემბურგს, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიას ეწვევა.
ჯონ კერი მოსკოვში მიმდინარე წლის მარტშიც ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.