კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 50 ლარიდან დაიწყება,- ამის შესახებ Black Sea Arena-ს დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბილეთების ფასი 50, 60 და 100 ლარი იქნება. VIP ადგილები კი 600 ლარი ეღირება. იქნება კიდევ 150 და170 ლარიანი ბილეთებიც.
ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუ-კონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს მიეცემა.
აგილერა კონცერტზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ბილეთების გაყიდვა tkt.ge -ზე 12 ივლისს დილის 9 საათზე დაიწყება.
უახლოეს დღეებში საზოგადოებისთვის სხვა ვარსკვლავების ვინაობასა და ჩამოსვლის თარიღებიც გახდება ცნობილი. კრისტინა აგილერას კონცერტი 30 ივლისს Black Sea Arena-ზე გაიმართება.