,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ პარლამენტის 2015 წლის საქმიანობის შეფასებას უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ეხმაურება და აცხადებს, რომ განსაკუთრებით პრობლემებს ქმნის ორ ადგილას მომუშავე პარლამენტი.
მისივე თქმით, არ არის მარტივი, როდესაც ყოველ მეორე კვირას პარლამენტი გადაადგილდება ერთი ქალაქიდან მეორეში.
,,ეს ბევრ პრობლემას ქმნის. თუმცა ის, რომ უმცირესობა ძალიან ხშირად არა საპატიოდ აცდენს სხდომებს, ეს ჩვენ კომიტეტზეც ხშირად ხდება, როდესაც საერთოდ არ ესწრებიან თბილისში გამართულ საკომიტეტო მოსმენებს და მხოლოდ მაშინ მოდიოდნენ, როდესაც მათთვის საინტერესო საკითხები განიხილებოდა“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტის საქმიანობის შეფასებისას კანონმდებლების მიერ სხდომების ხშირ გაცდენებზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, 2015 წელს დეპუტატებმა საპატიო მიზეზით - 2199 სხდომა გააცდინეს. "ოჯახური მდგომარეობით" - 1442