პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვარშავის სამიტის დროს, პოლონეთის საჰაერო სივრცე ოთჯერ დაირღვა. მინისტრი ანტონ მაცერევიჩი ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ვარშავის საჰაერო სივრცეში დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ ვარშავის ცაში სამოქალაქო ფრენების განხორციელება ოთხი დღის განმავლობაში აკრძალული იყო.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, საფრენ აპარატებს ამჟამად, სპეცსამსახურები სწავლობენ.