რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 8-9 ივლისს ვარშავაში გამართული ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებებს განცხადებით ეხმაურება. უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ სამიტის შედეგების პირველადი ანალიზიც კი ცხადჰყოფს, რომ "ნატო აგრძელებს გარკვეულ სამხედრო-პოლიტიკურ "პარალელურ სამყაროში" არსებობას".
რუსული მხარე მიიჩნევს, რომ ალიანსი საკუთარ ძალსიხმევას “აღმოსავლეთიდან არარსებული საფრთხეების შეკავებისკენ მიმართავს”.
“სამხრეთიდან მომავალი ტერორისტული საფრთხეების უპრეცედენტო მასშტაბის ფონზე, გასაოცარი დისბალანსი ნატო-ს ფლანგების გაძლიერებაში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მოქალაქებიის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის არსებით მოთხოვნილებისგან ბლოკის პოლიტიკის აშკარა ჩამორჩენაზე მეტყველებს. სამხედრო მშენებლობის სფეროში ნაბიჯების გამართლებისა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიიონში კრიზისების პროვოცირებასა და დაძაბულობის კერების შენარჩუნებაში ალიანსისა და მისი მოკავშირეების დესტრუქციული როლისგან ყურადღების არიდების მიზნით, რუსეთის “დემონიზაციის" მცდელობები სრულიად ჰიპერტროფირებულ ფორმებს იძენს”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.