მაია რჩეულიშვილის განცხადებით, არჩილ კბილაშვილს ,,ცენტრ პოინტში“ პირადი ინტერესი ჰქონდა. კომპანიის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ,,ცენტრ პოინტის“ თანამშრომელთა დაკავება მათ წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით ანგარიშსწორებას უკავშირებს.
მისი თქმით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, რომელმაც ცენტრ პოინტის დამფუძნებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა თაღლითობის ბრალდებით დაიწყო, დაინტერესებული პირი იყო.
„ჩვენ და არჩილ კბილაშვილს გვქონდა საერთო ბიზნეს ინტერესები და შენობა, რომელიც მერიოტის უკან ერად ავაშენეთ, ამ დროს მომხდარი გაუგებრობის გამო მან პროკურორის თანამდებობის დაკავების შემდეგ, გადაწყვიტა შურისძიება. კბილაშვილი, როგროც ყოფილი ბიზნეს პარტნიორი, ვერაფრით იქნებოდა ნეიტრალური პირი,“ - განუცხადა ,,რუსთავი 2“-ს მაია რჩეულიშვილმა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ცენტრ პოინტის დამფუძნებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მაშინ საქართველოს მთავარი პროკურორიო აცხადებდა, რომ კომპანიის დამფუძნებლებმა ჩაიდინეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება. ასევე თაღლითობა, ე.ი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.