ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის მუსიკოსები თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილს უნდობლობას უცხადებენ.
მათი განცხადებით, დავით კინწურაშვილი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს. როგორც თანამშრომლები ამბობენ, თეატრში ახალი საოპერო სპექტაკლები არ იდგმება. ისინი ფულის არამიზნობრივად ხარჯვაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლები დიდ პრემიებს იღებენ.
ოპერის თეატრის თანამშრომლები კულტურის სამინისტროს მიმართავენ და საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
გუნდის თანამშრომლებმა თეატრში დაგეგმილ სამხატვრო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს.