საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოსთვის ჩუქების ცერემონია გაიმართება ხვალ, 9 ივლისს 14.00-სთ-ზე Black Sea Arena-ს ტერიტორიაზე.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” ფონდი "ქართუ"-დან აცნობეს, ჩუქების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს ფონდის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, ტურიზმის და ბიზნესის წარმომადგენლები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო.
კომპლექსის მშენებლობაში ფონდმა ქართუმ 200 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა.
დარბაზი დააპროექტა გერმანულმა კომპანია Drei Architekten-მა.
სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა ასოციაცია "ატუ" და კომპანია "ელიტა ბურჯი"
Black Sea Arena-ს პროქტი განხორციელედა რამდენიმე მიზანით:
.რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება
.ეკონომიკის და ინვესტიციების წახალისება
.მშენებლობაში მსოფლიო დონის ხარისხის სტანდარტების დამკვიდრება
Black Sea Arena გათვლილია 10 000-მდე მაყურებელზე და აღჭურვილია ულტრათანამედროვე აუდიო და განათების სისტემებით. დარბაზს გააჩნია მოძრავი სახურავი დაუნიკალური, მოძრავი, ღამით მანათებელი ლამელები.
ევროპული დონის ხარისხის უმაღლესი სტანდარტები დაცულია საკონცერტო დარბაზის უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებშიც.
ტექნოლოგიების, ხარისხის და უსაფრთხოების სისტემების ერთობლიობით Black Sea Aerena სანიმუშო ობიექტია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონალური მასშტაბით.