ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ საქართველო უნდა ელოდოს ბუქარესტის სამიტის ძალაში დატოვებას. „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში მან ასევე განაცხადა, რომ ამ წუთებში კომუნიკეზე ისევ მიმდინარეობს მუშაობა, ჯერ პროექტის დონეზეა, ამიტომ დეტალურად საუბარი ჯერ შეუძლებელია.
”რაც შეეხება განცხადებას, მე მქონდა პატივი მასზე მემუშავა და მეწარმოებინა მოლაპარაკება თქვენს ელჩთან, პროცესი დასრულებული და შეთანხმებულია. საქართველო უნდა ელოდოს იმას, რაც უნდა, რომ მოსახლეობამ გაიგოს - ეს არის ბუქარესტის სამიტის ძალაში დატოვება, ნატო-ს მხარდაჭრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხები არის განცხადებაში. საქართველოს მოქალაქეები ახალ განცხადებაში ნახავენ რამდენიმე სიახლეს, მაგალითად იმას, რომ ნატო ახდენს ყურადღების კონცენტრირებას შავ ზღვაზე, ფართოვდება ინტერესი. იმ მოქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ადგილი ჰქონდა ყირიმში, ამ პირობებში ნატო-ს სურს დიალოგის გაფართოება და ამ დიალოგში იმ პარტნიორების ჩართვა, რომლებიც არიან შავ ზღვაზე და ზიანი მიადგათ”, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.