საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის დროს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი სუვერენული არჩევანის მხარდაჭერა იყო.
“ერთ-ერთი მთავარი გზავნილი რაც გახლდათ, იყო საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი სუვერენული არჩევანის მხარდაჭერა",- აღნიშნა ელჩმა.
მისივე თქმით, ასევე აღინიშნა ის მნიშვნელობა, რომელიც ენიჭება სარჩვენო გარემოს, მედიის სარედაქციო პოლიტიკას.
"ასევე აღინიშნა მნიშვნელობა, რომელიც მიენიჭა საქართველოს დემოკრატიის განვითარებას, ასევე გამახვილდა ყურადღება, რამდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემო. შეხვედრების დროს აღინიშნა რამდენად მნიშვნელოვანია კარგი საარჩევნო გარემო, ასევე სარედაქციო პოლიტიკა წინასაარჩევნო პერიოდში”, - განაცხადა იან კელიმ.