ევრო-2016 ნიცაში ყოფნის დროს შევხვდი იქ მცხოვრებ ქართველ ჭაბუკ სპორტსმენებს, საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონს ძიუდოში /+90 კგ /,წარმოშობით ზუგდიდელს 18 წლის საბა ჭაჭუას, სამხრეთ საფრანგეთის ძიუდოს რეგიონული ჩემპიონატის მეხუთე ადგილოსანს /73 კგ/, წარმოშობით თბილისელს 17 წლის გელა ნადირაშვილს და ნიცის სარაგბო გუნდის "Stade Nicois" ერთერთ წამყვან წევრს, თბილისში დაბადებულ 19 წლის ბექა წულუკიძეს.
სამივე ბავშვობიდან თავიანთ ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ საფრანგეთში და უკვე მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს, რაზეც ზემოთ ჩამოთვლილი მათი ტიტულები მეტყველებს. სამივე საქართველოს მოქალაქეა. ეს ბიჭები ოცნებობენ, რომ როდესმე მათ მიიწვევენ საქართველოს ნაკრებში-ჯერ ახალგაზრდულში, შემდეგ კი თუ დაიმსახურებენ -ეროვნულ ნაკრებში. ძნელია იმის თქმა, ასრულდება მათი ოცნება თუ არა, მაგრამ ნიცაში მცხოვრები ეს ჭაბუკი სპორტსმენები შინაგანად, სულით და გულით ცხოვრობენ საქართველოს დიდი სიყვარულით. სამივე კარგად სწავლობს და სპორტთან ერთად აპირებენ სწავლის გაგრძელებას.
ამ ბიჭებმა აგრეთვე მითხრეს, რომ ისინი ამაყობენ იმით, რომ საფეხბურთო კლუბ "მონაკოში" თამაშობს ქართველი მეკარე ალექსანდრე/სანდრო/ ბექაური. მასთან შეხვედრა ვერ მოესწრო, რადგან საფრანგეთიდან ვბრუნდებოდი საქართველოში- მხოლოდ ინტერნეტით კონტაქტის დამყარება მოვახერხე და შემდეგ კი გასაუბრება... –
- სანდრო! ნიცაში ბევრი ქართველი ამაყობს თქვენით! როგორ აღმოჩნდით ნიცაში, მონაკოში? -დიდი მადლობა, რომ მომძებნეთ და დამიკავშირდით. თქვენ ხართ პირველი ქართველი ჟურნალისტი, ვინც დამიკავშირდა საფრანგეთში.
- - მე ცუდი ფეხი არ მაქვს! ვიმედოვნებ, წარმატებები გექნებათ!
- -იმედით ცხოვრობს კაცი. მე დავიბადე თბილისში 1995 წლის 27 მარტს, დედა მხატვარია, მამა პროფესიით მშენებელია.ფეხბურთის თამაში დავიწყე 35-ე საფეხბურთო სკოლაში სოსო მუხიგულაშვილთან და ზურაბ ტარაშვილთან-ეს იყო2004-2010 წლები. შემდეგ-2011-2012 წწ- ვიყავი საფეხბურთო კლუბ "გაგრაში", გაგა კირკიტაძე და პაატა გოცირიძე იყვნენ ჩვენი მწვრთნელები. ვიყავი კლუბ „გაგრას“ 19-წლამდელთა გუნდის წევრი, ჭაბუკთა ლიგაში ვთამაშობდი.ჩემი მეკარედ ჩამოყალიბების საქმეში დიდი როლი ითამაშა აგრეთვე აკაკი დევაძემ და გიორგი მირუაშვილმა, შემდეგ კი კლუბ "მონაკოს" ერთერთმა საუკეთესო გოლკიპერმა სტეფან პორატომ-მეკარეების მწვრთნელმა. როდესაც საფრანგეთში ჩამოვედი-ეს იყო 2012 წელი-გავაგზავნე ჩემი მონაცემები კლუბ „მონაკოს“ 19 წლამდელთა ასაკობრივ გუნდში, ცოტა ხანში მომივიდა მოწვევა სინჯების გავლაზე, სინჯების შემდეგ დამტოვეს ამ გუნდში და დღემდე ვარ «მონაკოს» კლუბში-ამჟამად 21 წლამდელთა გუნდში.ტრავმების გამო ბოლო სეზონში სულ 10 მატჩი ვითამაშე, ბოლო სეზონში ჩვენი გუნდი გახდა ჩემპიონი. როცა სრულად აღვიდგენ ფორმას, იმედია თითქმის ყველა მატჩს ვითამაშებ.-მე 21 წლამდელთა გუნდის პირველ მეკარედ ვითვლები. –
- -ერთერთ ფოტოზე თქვენ ხელ-ჯოხით ხართ. ასეთი სერიოზული იყო ტრავმა ?
- -ეს რამდენიმე თვის წინ მე და ჩვენი ცნობილი ძიუდოისტი, საფრანგეთის ჩემპიონი პაატა დოლიაშვილი ავტოავარიაში მოვყევით. დავზიანდი,ორი თვე გამიცდა. ახლა ღმერთის წყალობით უკეთესად ვარ და ახალ სეზონში უფრო კარგად უნდა ვითამაშო.
- -საქართველოსთან,ფეხბურთელებთან ხომ გაქვთ ურთიერთობა, მათთან, ვისთან ერთადაც თამაშობდით ბავშვობაში?
- -თბილისში 35 სკოლის გუნდში ჩემდ დროს იყო ყველასთვის კარგად ცნობილი ლუკა ზარანდია, რომელიც ახლა ბელგიაში თამაშობს. ჩემთან ერთად თამაშობდა ცოტნე მესხი, "გაგრის" გუნდში კი ჩემს დროს თამაშობდნენ ცოტნე მოსიაშვილი,რატი ცაცკრიალაშვილი,გუგა ფალავანდიშვილი ...ყველას თბილი მოკითხვა.
- -საქართველოს მოქალაქე ხართ, ხომ არ აპირებთ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებას ?
- -მე მინდა შევიდე ისეთ ფორმაში, რომ მივიქციო მომავალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელების ყურადღება და დავიმსახურო საქართველოს ნაკრებში გამოძახება!
“ჯი-ეიჩ-ენი”, თენგიზ პაჭკორია, ნიცა-თბილისი
==
ფოტო
1-"მონაკოს" ახალგაზრდული გუნდის მეკარე სანდრო ბექაური
2- ნიცა, გელა ნადირაშვილი, ბექა წულუკიძე, საბა ჭაჭუა და თენგიზ პაჭკორია
3- მორაგბე ბექა წულუკიძე